ხვიჩა კვარაცხელიას გოლი სერია A-ში მაისის თვის საუკეთესოდ დასახელდა
9 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი აღიარება მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელის მიერ იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში, "ფიორენტინას" კარში გატანილი გოლი მაისის თვის საუკეთესოდ დასახელდა.
აღნიშნული გოლი გულშემატკივრის რჩეული გახდა და 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა აღიარება გამოკითხვაში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.
2023/24 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში 11 გოლი გაიტანა, 6 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტის მოპოვება მოახერხა.