ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
9 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ნეაპოლელთა გვერდმა გაავრცელა.
23 წლის ქართველი ვარსკვლავი ბრწყინვალე ფორმაშია, რაც მას მორიგი ინდივიდუალური აღიარების მოპოვებაში დაეხმარა. თანაც, აღნიშნული პრიზი საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად დაიმსახურა.
2023/24 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შემადგენლობაში 35 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე პასი გაკეთებული.