ხვიჩა კვარაცხელია: "ძალიან მოტივირებულები ვართ, ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვება შეგვიძლია"
6 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის ბაიერნთან შეხვედრის წინ პსჟ-ს მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წინაშე წარსდგა. ქართველმა ვარსკვლავმა სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ, თქვა, რომ მის გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.
"ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი მეტოქე დავამარცხოთ. ეს რთული მატჩი იქნება. მიუნხენის ბაიერნი შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ჩვენ პსჟ ვართ, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია.
თუ ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ, ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია და ძალიან მოტივირებულები ვართ, რადგან ამჟამად ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ვფიქრობთ, რომ ჩვენ საუკეთესო გუნდებს შორის ვართ. მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე სეზონი აქვს. პსჟ-ს შემადგენლობაში მას ამ სეზონში 15 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული. პსჟ ლიგა 1-ს ლიდერობს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალშია გასული და მიუნხენის ბაიერნთან ორმატჩიანი დუელი ელოდება.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ბაიერნთან საწყის მატჩს 28 აპრილს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.