Belive

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "პსჟ-ს" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

პოპულარული საფეხბურთო პლატფორმის, Flashscore-ის ვერსიით შედგენილი მეოთხედფინალური ეტაპის ორმატჩიანი დუელების საუკეთესო თერთმეტეულში ქართველმა ფეხბურთელმა ადგილი 7.7-კოეფიციანტიანი შეფასებით დაიმსახურა.

სიმბოლური გუნდში ფეხბურთელები, მეოთხედფინალურ ეტაპზე ჩატარებულ ორივე მატჩში დაფიქსირებული საშუალო ქულის მიხედვით მოხვდნენ.

Our team of the Champions League quarter-finals


ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილასთან" საწყის შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა, ორმატჩიან დუელში კი "პსჟ-მ" (5:4) იმარჯვა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, რომელშიც ლონდონის "არსენალს" შეხვდება.

სხვა სტატიები