Belive

კასანო: "კვარა კარგი ბიჭია და ამას არ აკეთებს, მაგრამ მე გასახდელს თავდაყირა დავაყენებდი"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მილანის "ინტერის", "მილანის", "რომას", მადრიდის "რეალის" და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ნაპოლის" თამაში დაცვაში ცუდია, მაგრამ ორი მთავარი პრობლემა სხვაა: ერთ-ერთი არის ლობოტკა, რომელიც თამაშიდან გამოთიშულია - გარსიამ მას პრობლემა შეუქმნა მას შემდეგ, რაც ის ევროპაში უძლიერესი ნახევარმცველი იყო. რაც შეეხება მეორე პრობლემას, ეს ხვიჩა კვარაცხელიას სიტუაციაა, რომელიც ამ ჟესტს სპალეტისთან არასდროს გააკეთებდა.

ნაპოლი ანარქიული გახდა და დაუდევრად თამაშობს. გარსიას გაშვება? ეს განსაკუთრებული აღმოჩენა არ არის. როდესაც შენ ისეთი ტაქტიკური გენიოსი გყავს, როგორიც ლუჩიანო სპალეტია და მას გაუშვებ, ყველაფერი გაფუჭდება, იმ კარგ თამაშში, რომელიც მან ააშენა.

ყველაზე სკანდალური დე ლაურენტისის პასუხი იყო კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების შესახებ, პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს "სიგიჟეა". კვარა კარგი ბიჭია, მე მის ადგილას გასახდელს თავდაყირა დავაყენებდი. მე ყველაფერს გავაფუჭებდი, როგორც ეს მადრიდის "რეალში" მოხდა. მან ეს არ გააკეთა იმიტომ, რომ კარგი ბიჭია", - თქვა ანტონიო კასანომ.

ხვიჩა კვარაცხელიას 2023/24 წლების სეზონში, "ნაპოლის" შემადგენლობაში ოთხ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 1 საგოლე პასი გაკეთებული.

რაც შეეხება უშუალოდ კამპანიურ კლუბს, მათ იტალიის სერია A-ში 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვთ დაგროვებული და ჩემპიონატში მეხუთე პოზიციას იკავებენ, შემდეგი შეხვედრა კი გუნდმა 24 სექტემბერს, "ბოლონიასთან" სტუმრად უნდა გამართოს.

სხვა სტატიები