Belive

"კარლსრუეს ბუდუ ზივზივაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს" - SKY SPORT

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"კარლსრუეს" ქართველ ფორვარდ, ბუდუ ზივზივაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, ინფორმაციას Sky აქვეყნებს. 30 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუეში" "ფეჰერვარიდან" 2023 წელს გადავიდა და კონტრაქტი მომდევნო წლამდე, 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონის 12 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა. ბუდუმ "კარლსრუეს" მაისური სულ 55-ჯერ მოირგო, ამ დროში კი 23 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.

"კარლსრუე" გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში 20 ქულით მე-4 ადგილს იკავებს (5 მოგება, 5 ფრე, 2 მარცხი) და ლიდერ "ჰანოვერს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები