ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა - კახა ჩხეტიანმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მას ერთ-ერთმა ყაზახმა ჟურნალისტმა შემდეგი კითხვა დაუსვა: - გავიგეთ, რომ რუსულ ენას კარგად ფლობთ, მაგრამ ქართულად გვესაუბრებით. რატომ?
კახა ჩხეტიანის პასუხი: "იმიტომ რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს... ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად".