Judoinside: ვისი უნდა "ეშინოდეს" ლეგენდას - ტედი რინერის TOP 3 კონკურენტი
2 წლის წინ
ქართული სპორტი
4 წთ
გურამ თუშიშვილი (საქართველო)
27 წლის ქართველი, ძალიან წარმატებული ძიუდოისტი - გურამ თუშიშვილი, 2020 წლის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი, მსოფლიო და 2-გზის ევროპის ჩემპიონია. თუშიშვილი წარსულში (2017 წელს) ორჯერ შეხვდა ტედი რინერს და ორივეჯერ დამარცხდა. ეს ყველაფერი კი 5 წლის წინ იყო, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ ტედი რინერი საუკეთესო ფორმაში იყო და ყველას უგებდა. ტედი ახლა 33 წლის არის და ტატამზე, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ პირველად გამოვიდა (ზაგრების გრან პრიზე), თუშიშვილი კი ჯერ 27 წლის არის და ყოველწლიურად კიდევ უფრო ძლიერდება. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ახლა წონის საუკეთესო ძიუდოისტია და მას შესწევს ძალა, რომ 33 წლის ლეგენდარული ფრანგი დაამარცხოს. მთავარი მიზანი, რაც რინერის წინააღმდეგ პერსპექტივის თვალსაზრისით მას (თუშიშვილს) აინტერესებს, არის მისი ვარდნის ტექნიკის უნარი. თუშიშვილის მთავარი პრობლემა შეიძლება იყოს არა რინერი, არამედ სხვა ტოპ მებრძოლები. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, მან წააგო ლუკას კრპალეკთან (ჩეხეთი). თუშიშვილის ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე კი ტამერლან ბაშაევია, რომელთანაც ოთხჯერ დამარცხდა.
ტამერლან ბაშაევი (...)
ბაშაევი ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიო ვერცხლის მედალოსანი და ევროპის ჩემპიონია, მაგრამ მისი მთავარი "სიამაყე" ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ტედი რინერის დამარცხებაა. იაპონელი კოკორო კაგეურას შემდეგ, ის ერთადერთი ძიუდოისტია, რომელმაც 11 წლის განმავლობაში ტედი რინერი დაამარცხდა. თუშიშვილის მსგავსად, ბაშაევის უპირატესობაც ჩახტომებია და სწორედ ამ ტექნიკის გამოყენებით შეძლო ტოკიოში რინერის დამარცხება. ახლა ტამერლანს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშით უწევს ასპარეზობა. ის ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერია, თუმცა ოლიმპიური თამაშების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრზე მას მონაწილეობა არ მიუღია.
ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
ლუკაშ კრპალეკი ტედი რინერის მთავარ კონკურენტად უნდა ჩაითვალოს. ის, რა თქმა უნდა, ყველაზე წარმატებულია: 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი და 3-გზის ევროპის ჩემპიონი. მაგრამ რინერის მსგავსად, ჩეხიც ასაკოვანი ძიუდოისტია და 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე 33 წლის გახდება. მეორედ ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ (ტოკიოს ოლიმპიადა), ჩეხი სპორტსმენი ტატამზე პირველად ზაგრების გრან პრიზე გამოჩნდა, სადაც მან წარუმატებლად იასპარეზა. კრპალეკი ჯერ ქართველ - გელა ზაალიშვილთან დამარცხდა, შემდეგ კი ფინელ - მარტი პუუმალაინენთან და უმედლოდ დარჩა. დრო გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა ლეგენდარული ჩეხი ფორმის აღდგენა. პერსპექტივაში, მისი ათლეტიზმი და ასევე ის ფაქტი, რომ ჩეხი ძიუდოისტი მემარცხენეა, ტედი რინერის წინააღმდეგ მის ძლიერ მხარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. კრპალეკისა და ტედი რინერის ბრძოლა კარიერაში 2-ჯერ იყო. ორივე 2019 წელს და ორივეჯერ ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა გაიმარჯვა. ტედი რინერის მსგავსად, ორჯერ აქვს ნაჭიდავები ტამერლან ბაშაევთან, სადაც ორივეჯერ დამარცხდა. რაც შეეხება გურამ თუშიშვილს, კრპალეკმა ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში დაამარცხა ქართველი "გოლიათი", მაგრამ მომავალში მათი დაპირისპირება ძალიან საინტერესო იქნება.