Belive

JUDOINSIDE: "ქართველები ძიუდოში კვლავ დომინანტები არიან..."

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

მსოფლიო ძიუდოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა გამოცემამ "Judoinside"-მა, საქართველოს მამაკაცთა ძიუდოისტთა ნაკრებს სტატია მიუძღვნა.

ძიუდოს 2022 წლის ბოლო ღონისძიება იერუსალიმის მასტერსი იყო. ახლა კი იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, სადაც საქმე 2024 წლის ოლიმპიადისთვის ქულების მოპოვებას ეხება.

ვინ იფიქრებდა, რომ წლების განმავლობაში ძიუდო ასეთი მნიშვნელოვანი სპორტი გახდებოდა ისრაელში. მედლების ცხრილმა კარგად აჩვენა მსოფლიო ძიუდოს სიძლიერე, სადაც სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ იაპონია ლიდერობდა, ხოლო კუდში მოჰყვებოდნენ საფრანგეთი და საქართველო.

შავდათუაშვილის ათწლეული

მამაკაცთა წონით კატეგორიებში ვხვდებით ქართველი სპორტსმენების დომინირებას, რომლებიც რეიტინგის სათავეში არიან. ისევე, როგორც შარშან, ლაშა შავდათუაშვილი 73 კგ წონითი კატეგორიის ლიდერია. ეს არის წონითი კატეგორია, სადაც 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი შოჰეი ონო მოულოდნელად დაემშვიდობა ძიუდოს, როგორც მოქმედი ძიუდოისტი.

ძიუდოს გულშემატკივრები ელოდნენ, რომ ონო 2024 წელს, პარიზში, ძიუდოს ლეგენდასა და 3-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს ტადაჰირო ნომურას გაუტოლდებოდა. თუმცა ონოს სხვა გეგმები ჰქონდა და დიდ ბრიტანეთში მწვრთნელად წავიდა, ისევე, როგორც მისი მწვრთნელი კოსეი ინუე აკეთებდა წლების წინ.

ოლიმპიური ჩემპიონი 73 კგ წონით კატეგორიაში - ლაშა შავდათუაშვილი კვლავ ნომერ პირველია და ერთადერთი ქართველი არ არის, რომელიც საკუთარ წონით კატეგორიას ლიდერობს.

წლევანდელი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი, 2021 წელს რეიტინგშიც პირველ ადგილზე იყო და ახლა ეს ყველაფერი წითელი არშიით დაადასტურა.

ასევე100 კგ-მდე კატეგორიაში ილია სულამანიძე დომინირებს, რომელიც მსოფლიოს პირველი ნომერია. შეიძლება ითქვას, რომ იგი ნამდვილად დაადგა მისი თანაგუნდელისა და კაპიტნის - ვარლამ ლიპარტელიანის დომინირების გზას. ის არის ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი (21 წლის). შემდეგ გრიგალაშვილია, რომელიც სულ რაღაც 23 წლის არის. საინტერესო ფაქტია, რომ შავდათუაშვილი 2012 წელს 20 წლის ასაკში 66 კგ წონით კატეგორიას ლიდერობდა.

სხვა სტატიები