Belive

ჯარჯი ზვიადაურმა უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

1 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ჩვენი ინფორმაციით, ჯარჯი ზვიადაურმა, იგივე ილიას ილიადისმა, უზბეკეთის ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

მან სოციალურ ქსელში უზბეკ ძიუდოისტებს მადლობა გადაუხადა და რამდენიმე ისტორიული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც უზბეკეთის ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობის დროს მიაღწია. აქედანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მან ეროვნული ნაკრები დატოვა.

ჯარჯი ზვიადაური სოციალურ ქსელში
ჯარჯი ზვიადაური სოციალურ ქსელში

ლეგენდარული ძიუდოისტი და ახლა უკვე მწვრთნელი, უზბეკეთის ნაკრებში 2019 წლიდან, პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულების ჩათვლით მუშაობდა.

მან ცალსახად გააძლიერა უზბეკეთის ნაკრები და მის ხელში, უზბეკი ძიუდოისტები ბევრად უფრო განვითარდნენ. სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს შეძლეს - დავლათ ბობონოვმა და მუზაბარბეკ ტურობოიევმა მსოფლიო ჩემპიონობა.

ჯარჯი ზვიადაურმა უზბეკეთის ნაკრებში მუშაობა, პარიზის ოლიმპიადაზე მოპოვებული 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

belive-ს ინფორმაციით, ჯარჯი ზვიადაურმა შესაძლოა საბერძნეთის ნაკრები ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ ჯარჯი ზვიადაური საქართველოში დაბადებული და გაზრდილია, რომელიც საბერძნეთის დროშის ქვეშ ჭიდაობდა და სახელი - ილიას ილიადისი ერქვა. იგი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ძიუდოისტია. ჯარჯი 2004 წლის ოლიმპიური ოქროს და 2012 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორია, ასევე 2010, 2011, 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონი, ასევე 2004 და 2011 წლის ევროპის ჩემპიონი. მან პროფესიონალური კარიერა 2016 წელს დაასრულა, რის შემდეგაც სამწვრთნელო კარიერაში სცადა საკუთარი ბედი.