Belive

ჯაბა ჯიღაურმა უზბეკეთის თასი მოიგო

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე ნახევარმცველმა, ჯაბა ჯიღაურმა, უზებეკეთში პირველი ტიტული მოიგო. 

31 წლის ქართველმა ნახევარმცველმა უზბეკეთის თასი მას შემდეგ მოიგო, რაც "ნასაფ ქარშიმ" ფინალურ მატჩში "ოლმალიქს" - 1:0 სძლია.

ქართველი ფეხბურთელი ფინალურ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იყო, თუმცა მოედანზე მე-80 წუთზე შემოვიდა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

ეს ქართველი ფეხბურთელისთვის ქვეყნის ფარგლებს მიღმა რიგით მესამე ტიტული იყო, მან აქამდე "ნასაფში" ქვეყნის სუპერ თასი, ხოლო 2017 წელს "ვარდარის" რიგებში მაკედონიის ჩემპიონობა მოიგო. მას საქართველოში ტიტულები "დინამო თბილისის" და "დინამო ბათუმის" შემადგენლობაში აქვს მოპოვებული.

ჯაბა ჯიღაური "ნასაფს" 2023 წლის ივლისში შეუერთდა და 18 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები