Belive

იუვენტუსის და მილანის შემდეგ საბა გოგლიჩიძით სერია A-ს კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა

14 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის დამატებით იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდები, "მილანი" და ტურინის "იუვენტუსი" უკვე დიდი ხანია ინტერესდებიან, ახლა კი მათ კიდევ ერთი გუნდი მიემატა.

თანამედროვე იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდს, ბერგამოს "ატალანტას" 20 წლის ქართველი მცველის დამატება აინტერესებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ემპოლისთან" დაახლოებული მედია საშუალება ავრცელებს. empolichannel-ის ინფორმაციით, "ატალანტას" ქართველი ფეხბურთელით გაძლიერება ოდიონ კოსუნუს ტრავმის შემდეგ კიდევ უფრო მეტად სურს.

"ატალანტა ცენტრალურ მცველს ეძებს და სასურველი ფეხბურთელების ჩამონათვალში საბა გოგლიჩიძეც შედის. ამ ტრანსფერისთვის "მილანიც" ძალიან აქტიურობს, მაგრამ თუ ფიკაიო ტომოტი გუნდში დარჩება, ისინი დიდად არ იჩქარებენ", - წერს empolichannel.

ჯან პიერო გასპერინის გუნდმა წინა სეზონში ევროპა ლიგის მოგება მოახერხა, ახლა კი იტალიის სერია A-ში ლიდერთა შორის იმყოფება და ისტორიაში სადებიუტო სკუდეტოს მოსაგებად იბრძვის.

საბა გოგლიჩიძე 2024 წლის ზამთარში "ემპოლიმ" ქუთაისის "ტორპედოდან 500 000 ევროს სანაცვლოდ დაიმატა, რის მერეც მთავარი გუნდის შემადგენლობაში 18 მატჩში ითამაშა.

სხვა სტატიები