Belive

იუსუფ იაზიჩი: "უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან გაგვიმართლა..."

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა - იუსუფ იაზიჩმა, საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ მატჩი შეაფასა და კომენტარი გააკეთა.

„ზოგჯერ ფეხბურთელს გინდა, რომ იღბალი შენს მხარეს იყოს და ბურთს უყვარდე. დღეს ბურთს კი ძალიან ვუყვარდით. ბოლო ეპიზოდში გოლი რომ გაგვეშვა, ახლა საერთოდ სხვა რაღაცებზე ვილაპარაკებდით.

საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა, ჩვენ მათგან ამდენს ნამდილად არ ველოდით. კარგი ნაკრებია და მათ დიდი შანსი აქვთ, რომ მომავალში დიდ შეჯიბრებზე იფიქრონ.

არდა გიულერის გოლზე კი უბრალოდ პირი დამრჩა ღია. კარგად ჩანს, თუ სად ვარჯიშობს იგი და ვის გვერდზე უწევს ყოველდღიური ცხოვრება. მადრიდის "რეალი" მას ძალიან დაეხმარა..."
- იუსუფ იაზიჩი

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის მომდევნო მატჩს შაბათს, 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები