Belive

რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი დაასახელა - U21 ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

12 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 17-25 მარტს შეკრებას თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში გაივლის, სადაც 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

22 რიცხვში, ჩვენი პირველი მეტოქე, ჩვენი გუნდის მსგავსად, ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე - ფინეთი იქნება, მეორე მეტოქე კი სერბეთის 21-წლამდე ნაკრები იქნება, რომელსაც 25-ში დავუპირისპირდებით.

ამხანაგური მატჩებისთვის, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).


მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა)

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი ეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლომინაძე ნოდარი (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი).


თავდასხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ჯადული იობაშვილი (თელავი), დავით გოცირიძე (გაგრა).

21-წლამდე ნაკრები, ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები