Belive

იური ტაბატაძე: "დაშვებული შეცდომების საპასუხო მატჩში გამოსწორებას შევეცდებით"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, "ბასაქშეჰირთან" წაგების შემდეგ (0:1), "იბერია 1999-ს" შემტევმა ნახევარმცველმა, იური ტაბატაძემ კომენტარი გააკეთა.

დაძაბული მატჩი გამოდგა. „ბასაქშეჰირი“ ძლიერი მეტოქეა, მაგრამ საკუთარი თამაშის ჩვენება შესაძლებელი გახლდათ. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მეორეში უკეთესი თამაში ვაჩვენეთ.

გარკვეული შეცდომები დაუშვით, მაგრამ მათ გამოსასწორებლად მეორე თამაში გველის. იმედი მაქვს, ამას შევძლებთ და ჩვენთვის სასურველ შედეგს მივიღებთ. - ამბობს იური ტაბატაძე.

საპასუხო მატჩი სტამბულში, 15 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით, 21:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები