იტალიური მედია: "საბა გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება"
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიური მედია საქართველოს ნაკრებისა და ემპოლის" ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის შესახებ საუბრობს. sport.quotidiano.net წერს, რომ 20 წლის ქართველი მცველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში, "ბოლონიასთან" დაბრუნდება."
"ესპოზიტო და გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად ემზადებიან, უახლოესი დღეების განმავლობაში ისინი განუწყვეტლივ ვარჯიშობდნენ.
"ინტერთან" მატჩის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად იქნება ორი ცვლილება, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ საბა გოგლიჩიძის და ესპოზიტოს სასტარტო თერთმეტეულში დაბრუნებისაკენ მივდივართ.
ცენტრალური მცველების სამეულში ქართველ მცველს ვიტი და ისმაილი შეუერთდებიან", - წერს იტალიური მედია საშუალება.
საბა გოგლიჩიძე 2024 წლის ზამთარში "ემპოლიმ" ქუთაისის "ტორპედოდან 500 000 ევროს სანაცვლოდ დაიმატა, რის მერეც მთავარი გუნდის შემადგენლობაში 18 მატჩში ითამაშა. მისი დამატების სურვილი იტალიური ფეხბურთის გრანდებს, "მილანს", ტურინის "იუვენტუსს" და ასევე "ატალანტას" სურს.