Belive

იტალიური მედია: ჯენოა მექვაბიშვილის დამატებით ინტერესდება

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის სერია A-ში შესაძლებელია კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადაბარგდეს.

ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურ მედიაში, კონკრეტულად კი გენუურ პრესაში ვრცელდება, სადაც ვარაუდობენ, რომ "ჯენოა" საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის დამატებას აპირებს.

ამ ამბავს უფრო მეტად სარწმუნოს ის ხდის, რომ "ჯენოას" წილების მფლობელი რამდენიმე დღის წინ, რუმინელი ბიზნესმენი და საფეხბურთო მენეჯერი, დან სუკუ გახდა, რომელიც პარალელურად, ბუქარესტის "რაპიდს" მართავს. ის ამტკიცებს, რომ შეეცდება, გუნდში გზა აღმოსავლეთ ევროპაში გამორჩეულ ფეხბურთელებს გაუკვალოს.

"მინდა, რომ "ჯენოასა" და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე გუნდს შორის წარმატებული თანამშრომლობა ჩამოვაყალიბოთ, რათა იქ მდებარე ქვეყნების გამორჩეულ ტალანტებს ისეთ ჩემპიონატში თამაშის შესაძლებლობა მიეცეთ, როგორც იტალიაა", - ამბობს "ჯენოას" ახალი მფლობელი.

მექვაბიშვილის დამატებას გენუური გუნდი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება. 23 წლის ქართველი ფეხბურთელის აქტივში მიმდინარე სეზონში 28 მატჩში გატანილი 2 გოლი და 2 საგოლე პასია. მას საქართველოს ნაკრებში 19 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები