ოფიციალურად: ინიგო პერესი ვილიარეალის მთავარი მწვრთნელია!
8 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს.
მარსელინოს გუნდიდან წასვლის შემდეგ, "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ახალგაზრდა სპეციალისტი, ინიგო პერესი დანიშნა.
38 წლის ინიგო პერესი ვეტერანი ფეხბურთელია, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა რაიო ვალეკანოში ანდონი ირაოლას ასისტენტად დაიწყო, ხოლო შემდეგ მადრიდული გუნდი თავად გადაიბარა, 25-წლიანი პაუზის შემდეგ ევროპულ ტურნირზე დააბრუნა და კონფერენს ლიგის ფინალში გაიყვანა.
ვილიარეალმა ლა ლიგის გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზური ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
გიორგი მიქაუტაძემ ლიონსა და ვილიარეალში გატარებულ გასულ სეზონში, ყველა ტურნირზე, 16 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.