Belive

იტალიური მედია: დე ლაურენტისი კვარასთან და ოსიმენთან შეხვედრას აპირებს

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერს, მამუკა ჯუღელსა და ვიქტორ ოსიმენს შორის კონფლიქტის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს.

როგორც ირკვევა, "ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი გუნდის ლიდერებთან ცალკე შეხვედრას აპირებს, რათა მათ შორის ურთიერთობა არ დაიძაბოს.

საქართველოსა და ნიგერიის ნაკრების ვარსკვლავების შესახებ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იტალიური მედია საშუალება Corriere dello Sport-ი ვრცლად საუბრობს.

"როცა დე ლაურენტისმა, რომელიც ახლა ესპანეთში იმყოფება, 10 იანვარს გაიღვიძა, აღმოაჩინა, რომ მიჯრით წაგეგების, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის გართულების შემდეგ, კიდევ ერთი არასასურველი ამბავი ელის.

მალე დადგება მომენტი, როცა კვარა და ოსიმენი ერთმანეთს ისევ შეხვდებიან, ნიგერიელ ფეხბურთელსა და ქართველის აგენტს შორის კონფლიქტმა კი შეიძლება მათი ურთიერთობა ჩიხში შეიყვანოს.

აურელიო დე ლაურენტისი აპირებს, რომ მას შემდეგ, რაც ნიგერიელი "ნაპოლიში" დაბრუნდება (ნაკრებთან ერთად აფრიკის თასზე იმყოფება), ფეხბურთელებს გუნდისგან განცალკევებით შეხვდეს და ესაუბროს. ეს გუნდისთვის ძალიან დელიკატური საკითხია, რომელსაც დიდი სიფრთხილით მოკიდება სჭირდება", - წერს Corriere dello Sport.

"ნაპოლი" სერია A-ში 19 ტურის შემდეგ დაგროვებული 28 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს. შემდეგი შეხვედრა სამხრეთული დერბის ეგიდით, "სალერნიტანასთან" 13 იანვარს გაიმართება და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები