Belive

ლუკ სტეინი: ,,საქართველოს ნაკრების ბევრ მოთამაშეს არ ვიცნობდით''

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნიდერლანდების ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლუკ სტეინსმა, საქართველოსთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

- რთულია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელსაც კარგად არ იცნობ?

- დიახ, მარტივი არ არის, როცა მეტოქე შენთვის უცნობია, თუმცა მათ საკმაოდ ნიჭიერი მოთამაშეები ჰყავთ.

რამდენიმე ხელბურთელი ჩვენთვის ცნობილი იყო, რადგან ისინი დიდ ლიგებში თამაშობენ. ბევრ მათგანს არ ვიცნობდით, თუმცა ვიდეოების სანახავად და მეტოქის შესასწავლად დიდი დრო გვქონდა. ვფიქრობ, გუნდურად კარგად ვიმუშავეთ და მოგებით კმაყოფილი ვარ. - ლუკ სტეინი

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 5-ბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 29:34 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა, რომელმაც მეტოქეს 9 გოლი გაუტანა.

საქართველოს ნაკრები მომავალ შეხვედრას შაბათს, 13 იანვარს, ჯგუფის ფავორიტის, შვედეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 23:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები