Belive

ისტორიაში პირველად, კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონი ქართველი გახდა

13 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ისტორიაში პირველად, კადეტთა შორის ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი ქართველი სპორტსმენი გახდა, გიორგი ურუშაძემ ფინალში თურქი ჯანდენიზ ბერაკი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

თბილისში გამართულ კადეტ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ურუშაძემ. ქართველმა სპორტსმენმა არაერთ მეტოქეს სძლია და უმაღლესი სინჯის მედლის მფლობელიც გახდა.

გიორგი ურუშაძემ ჯერ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ აშვინ ლისეიკოს 5:3 მოუგო, შემდეგ ლატვიელ ერიკს კივასკისს 5:1, ჩეხ ვოიტეჩ მაჩეის 5:0, უკრაინელ ანდრიი დამბოვსკის 5:1, ნიკოლაოს ლივანოსს 5:0 და იმრან გარაიევს 5:0. ქართველმა მოფარიკავემ კი პლეი ოფში ხუთი მეტოქის წინააღმდეგ გაიმარჯვა - გერმანელი სევერინ სპილბერგი 15:5, იტალიელი ჯაკოპო სიულო 15:11, მატეი რადუ 15:11, ვილმოშ გოდო 15:7, ჯანდენიზ ბერაკი 15:9.

სხვა სტატიები