პარამოფარიკავეთა ნაკრების პირველი ადგილი - ოქროს მედალი მსოფლიო თასზე
9 საათის წინ
სხვა
1 წთ
2026 წლის პირველი ტურნირი და პირველი გამარჯვება. საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში პიზის მსოფლიო თასის გამარჯვებულია. ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა შესანიშნავად იასპარეზეს და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.
ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მოფარიკავეთა გუნდმა ტაილანდის ნაკრებს 30:19 მოუგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
პიზა 2026 მსოფლიო თასის გათამაშებიდან საქართველოს პარა მოფარიკავე ქალთა ნაკრები სამშობლოში სამი მედლით ბრუნდება. ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო გვანცა ზადიშვილმა ბრინჯაო.