Belive

ირის ანტმანი: "ლუქსემბურგთან გამარჯვებისთვის ვემზადებით"

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები 2023 წლის დასკვნით მატჩს 1 დეკემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს და ერთა ლიგის მეხუთე ტურში ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.

მატჩის წინ, საქართველოს ქალთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა.

"წლის ბოლო საშინაო მატჩი ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. ფეხბურთელები ემზადებიან და ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველი გამარჯვების მოპოვება ერთა ლიგაში.

რთული თამაში გველის, რადგან ლუქსემბურგს სჭირდება ქულები ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად. თუმცა, მზად ვართ საკუთარ მოედანზე გამარჯვების მოსაპოვებლად.

ფეხბურთელებთანაც სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი. თითოეული ვარჯიშის დროს გამარჯვებაზე ვსაუბრობთ. გვსურს, რომ მოგებაზე ორიენტირებული გუნდი გავხდეთ. ვიმედოვნებ, რომ განვითარებას გავაგრძელებთ და გავაკეთებთ იმას, რაც წინა შეხვედრებში დაგვაკლდა", - თქვა ირის ანტმანმა.

საქართველოსა და ლუქსემბურგის ქალთა ნაკრებების მატჩი 1 დეკემბერს შედგება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები