სერგო კუხიანიძე კარიერას მალტის ჩემპიონატში გააგრძელებს
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ქართველი ფორვარდი, სერგო კუხიანიძე კარიერას მალტის ჩემპიონატში გააგრძელებს.
25 წლის ფეხბურთელი, რომელმაც 2024 წლის სეზონი ესტონეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ "ნარვა ტრანსში" გაატარა, მალტის პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილზე მყოფ "მარსახლოკში" ითამაშებს.
2024 წელი სერგო კუხიანიძეს ძალიან შედეგიანი გამოუვიდა, მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 15 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
კარიერის განმავლობაში სერგო კუხიანიძეს ქუთაისის "ტორპედოში", მარტვილის "მერანში", წყალტუბოს "სამგურალსა" და გორის "დილაში" უთამაშია, მას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ოთხჯერ, ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში კი ნიდერლანდების ნაკრებთან აქვს ნათამაშები.