ჯონ ვან'ტ სხიპი: "უპირატესობას აიაქსის ფილოსოფიის მქონე ფეხბურთელებს ვანიჭებთ"
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, იონ ვან'თ შიპმა თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის და სხვა ახალწვეულები შეცდომებს უშვებენ, მაგრამ შანსს მაინც იმსახურებენ.
"მე არ ვამბობ, რომ ტრანსფერის შედეგად გუნდში მოყვანილი ფეხბურთელები არ ითამაშებენ, თუმცა ამ მომენტში, იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც უფრო მეტი სათამაშო დრო აქვთ, ზურგს "აიაქსის" ფილოსოფია უმაგრებთ.
იმის მიუხედავად, თუ რამდენად რთული იყო ბოლო თვეებში ამის გაკეთება, ვცდილობ გუნდში ერთიანობა შევინარჩუნო. ვფიქრობ, ჩვენ ამას კარგად ვუმკლავდებით.
ფეხბურთელებმა შეცდომები დაუშვეს, მაგრამ ვფიქრობ, ისინი შანსს ისევ მიიღებენ", - თქვა "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა.
ნიდერლანდურმა გრანდმა მე-14 ტურში "ნაიმეგენი" სტუმრად - 2:1 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძე, ჩუბა აკპომი, კარლოს ფორბსი, ბორნა სოსა, ჯაკოვ მედიჩი, გასტონ ავილა, იოსიპ შუტალო კი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდნენ, მათგან თამაშის შესაძლებლობა მხოლოდ ფორბსს, აკპომს და შუტალოს მიეცათ.