Belive

"ინტერესი სელტიკიდანაც იყო" - გიორგი არაბიძე სავარაუდოდ ტორპედოს დატოვებს

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი არაბიძე იყო, რომელმაც 14 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სავარაუდოა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, გიორგი არაბიძე ქართულ გუნდს დატოვებს და კარიერას ქვეყნის ფარგლებს მიღმა გააგრძელებს.

საფეხბურთო გვერდი 90 წუთი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელს, შოტლანდიელ სტივ კინს 25 წლის ქართველი ფეხბრუთელის გლაზგოს "სელტიკში" გაშვება სურდა და აღნიშნული ტრანსფერი თავად ბრიტანელებსაც აინტერესებდათ.

ამავე დროს, ნათქვამია ისიც, რომ ამჟამად გიორგი არაბიძეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი გუნდებიდან აქვს შეთავაზება, მათ შორის საუდის არაბეთი და უკრაინაც ფიგურირებენ.

საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე ფეხბურთელი ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე გახლდათ წარდგენილი და ამავე დროს, საუკეთესო ნახევარმცველის წოდებაც მოიპოვა.

სხვა სტატიები