Belive

გიორგი არაბიძის დამატება ორ სერბულ გუნდს სურს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქუთაისის "ტორპედოს" ქართველი ფეხბურთელის გიორგი არაბიძის შეძენით ორი სერბული გუნდია დაინტერესებული, ამის შესახებ ინფორმაციას სერბული მედია direktno აქვეყნებს. 26 წლის შემტევი ნახევარმცველის თავის გუნდში ხილვა "ცრვენა ზვეზდას" და "პარტიზანს" სურს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა მალე დაიწყება, ქართველი ფეხბურთელის მიმართ კი ინტერესი დიდია.

გიორგი არაბიძის შეძენა ნიდერლანდების და სამხრეთ კორეის რამდენიმე გუნდსაც სურს, მას მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირის 16 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გასულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა "ფერენცვაროშის" შეთავაზებაზე უარი თქვა და "ტორპედოში" დარჩა.

სხვა სტატიები