Belive

ინგლისური მედია: "ალისონი ფორმაში არ არის, მამარდაშვილი კი ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოლებს"

4 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ლივერპულთან" დაახლოებული მედია საშუალება rousingthekop საქართველოს ნაკრების, გიორგი მამარდაშვილის და ზაფხულიდან მისი მერსისაიდულ გუნდში გადასვლის შესახებ საუბრობს.

"ალისონ ბეკერი 2018 წელს გუნდში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე და წარმატებაში დიდი წვლილის შემტანია, მაგრამ ის სათამაშო ფორმა, რომელშიც ახლა იმყოფება, არადამაჯერებელია.

ზაფხულში, "ლივერპულმა" გიორგი მამარდაშვილი დაიმატა, რომელიც ახლა საუკეთესო მეკარეა, თანაც ალისონის ტრავმებისადმი მიდრეკილობიდან გამომდინარე, სამომავლო პერსპექტივისთვის ეს ძალიან კარგი დანამატია.

ახლა ქართველი მეკარე "ვალენსიაში" იჯარის წესით თამაშობს, მაგრამ ზაფხულში "ლივერპულში" ჩავა და თავისი ადგილისთვის იბრძოლებს.

ალისონს ტრავმის გამო ორ თვეზე მეტი გაუცდა, დაბრუნების შემდეგ კი აშკარად, ისე ვეღარ თამაშობს, როგორც ადრე: რვა მატჩში მან 10 გოლი გაუშვა, გასულ შეხვედრებში "ლივერპულის" კარში 11 დარტყმიდან კი 4 გოლად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ალისონი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა შორის განიხილება, მან თამაშის ხარისხს უნდა მოუმატოს, თორემ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის წინაშე დადგება", - წერს rousingthekop.

გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ახლა "ვალენსიაში" იჯარის წესით თამაშობს, ახალი სეზონიდან "ლივერპულს" შეუერთდება, 2025 წელს კი მან ერთთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება და "სევილიასთან" (1:1) კარგი თამაშის ჩატარება უკვე მოახერხა.

სხვა სტატიები