Belive

ილია თოფურიასთან ბრძოლის წინ, რონალდუმ ვოლკანოვსკის წარმატებები უსურვა

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ნასრის'' თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ილია თოფურიასთან ბრძოლის წინ, ალექს ვოლკანოვსკის სოციალურ ქსელში მიმართა:

,,წინ, ჩემპიონო!'' - დაწერა კრიშტიანუმ ვოლკანოვსკის პოსტის კომენტარებში.

ვოლკანოვსკისა და თოფურიას ბრძოლა UFC 298-ზე 18 თებერვლის დილას გაიმართება.

ილიას, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში 14, UFC-კი 6 გამარჯვება აქვს. ,,მატადორმა” ბოლო ბრძოლა 24 ივნისს, ფლორიდაში ჩაატარა, სადაც ჯოშ ემეტი მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაამარცხა.

რაც შეეხება ვოლკანოვსკის, 35 წლის ავსტრალიელმა ბოლოს 21 ოქტომბერს, UFC 294-ზე იასპარეზა, სადაც ისლამ მახაჩევთან დამარცხდა.

View this post on Instagram

A post shared by Alexander Volkanovski (@alexvolkanovski)

სხვა სტატიები