Belive

ილია თოფურია: ,,მადლობა, ვოლკ! შენთან ბრძოლა დიდი პატივი იყო''

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

UFC-ს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, ალექს ვოლკანოვსკისთან გამარჯვების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ავსტრალიელ მებრძოლს მადლობა გადაუხადა:

,,ბევრი გეტყვის, რომ ამის გაკეთება არ შეგიძლია... ეცდებიან რომ დაგაეჭვონ. მაგრამ, გახსოვდეს, ერთადერთი, ვინც მიზნების მისაღწევად გჭირდება, საკუთარი თავია. ენდე საკუთარ თავს, გქონდეს რწმენა და იშრომე დაუღალავად, რადგან ყველაფერი მოვა.

მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოდიხარ თუ იცი, სად მიდიხარ... ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რა არის შენ წინ, ვიდრე შენ უკან! არასდროს დანებდე! უბრალოდ, ადექი და იბძოლე!

მადლობა, ვოლკ! შენ რთული მეტოქე იყავი, რომელმაც კიდევ უფრო გამაძლიერა. შენთან ბრძოლა დიდი პატივი იყო!'' - ილია თოფურია

კვირას ილია თოფურიამ ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელიც UFC-ის ქამარს დაეუფლა.

View this post on Instagram

A post shared by El Matador (@iliatopuria)

სხვა სტატიები