"ვამბობ და ვიბრძვი, შენ ლაპარაკობ და გარბიხარ" - თოფურია მახაჩევს
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
ისლამ მახაჩევმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ილია თოფურიას მიმართა და კონტენდერებთან ბრძოლაზე თავის არიდებაში დაადანაშაულა. მახაჩევის ბრალდებაზე ელ მატადორის პასუხმაც არ დააყოვნა.
ჩემსა და შენს შორის ის განსხვავებაა, რომ მე კაცი ვარ და შენ მშიშარა. მე ვამბობ და ვიბრძვი - შენ ლაპარაკობ და გარბიხარ. შორს გაიქეცი, პატარა კაცი ხარ. - ილია თოფურია.
შეგახსენებთ, რომ ილია მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას შეხვდება. მახაჩევმა კი წონა შეიცვალა და ჯეკ დელა მადალენასთან ქამრისთვის ჩხუბი უნდა.