Belive

ილია სულამანიძე: "ეს გამარჯვება ჩემი მენტალიტეტისთვის ძალიან მჭირდებოდა"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

23 აპრილს , მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელიც დღეს, 27 აპრილს, გუნდური პირველობით დასრულდება.

ინდივიდუალური გამოსვლები უკვე დასრულებულია, რომელიც ოქროს მედლით დახურა ილია სულამანიძემ და მან კარიერაში პირველად იზეიმა ევროპის ჩემპიონობა.

გაჩემპიონების შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება მისი მენტალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

„ძალიან, ძალიან დავიღალე. როცა ქულებს იღებ, ის ყოველთვის ძალიან ძლიერად ბრუნდება შეტევაზე. ზელიმი შესანიშნავი ბიჭია, ის კარგი ადამიანი და კარგი ძიუდოისტია, ამიტომ მიხარია, რომ ეს ფინალი შედგა, მაგრამ კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, რომ ახლა ოქროს მედალი მაქვს.

უფროსებს შორის არ მქონდა ოქრო და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი მენტალიტეტისთვის მჭირდებოდა. ამისთვის 100%-ით არ მოვმზადებულვარ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებით, მაგრამ კარგად ვგრძნობდი თავს და ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის ნამდვილად კარგი იყო“. - ილია სულამანიძე

შეგახსენებთ, რომ ილია სულამანიძეს ევროპის ჩემპიონატზე აქამდე 2 ვერცხლის მედალი ჰქონდა მოპოვებული. იგი 2023 და 2024 წლების ევროპის ჩემპიონატის ფინალში მარცხდებოდა, თუმცა ნავსი გატეხილია.

სხვა სტატიები