Belive

დაბრუნება 11 თვის შემდეგ - შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს

6 თვის წინ სხვა
1 წთ

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი, 11 თვიანი პაუზის შემდეგ ტატამს უბრუნდება.

29 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც ესპანეთის დროშის ქვეშ ასპარეზობს, ბოლოს პარიზის ოლიმპიადაზე იჭიდავა, სადაც მე-5 ადგილი დაიკავა და მას შემდეგ იგი ტატამზე აღარ გამოჩენილა.

როგორც ჩანს, ნიკომ ტრავმა მოიშუშა, სრული რეაბილიტაციაც გაიარა და მზად არის, რომ მსოფლიო ჩემპიონობა კარიერაში მესამედ აღნიშნოს.

ესპანეთის მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წინასწარ შემადგენლობაში არ წერია ტატო მოსახლიშვილი (90 კგ), რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე შერაზადიშვილის მსგავსად მეხუთე პოზიცია დაიკავა და იგი 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის ჩათვლით, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

სხვა სტატიები