Belive

IJF: ტატო გრიგალაშვილი Vs. მატიას კასე - ბრძოლა, რომელსაც ყველა ველოდებით

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

7-14 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით იასპარეზებს.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF), სოციალურ ქსელში 81 კგ წონითი კატეგორიის ორი ლიდერის - ტატო გრიგალაშვილისა და მატიას კასეს ურთიერთშეხვედრების და ლამაზი გდებების ვიდეო გამოაქვეყნა.

ვიდეოზე კი შემდეგი სათაური იყო გამოყენებული:

"ბრძოლა, რომლის ნახვაც ყველა ჩვენთაგანს კვლავ სურს..."

შეგახსენებთ, რომ 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილსა და ბელგიელ - მატიას კასეს, უკვე საკმოად ბევრი ურთიერთშეხვედრა დაუგროვდათ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2022 წელს, ტატო გრიგალაშვილმა მატიას კასე ჯერ ევროპის, ხოლო შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა.

სხვა სტატიები