IJF-მ გურამ თუშიშვილს ტედი რინერთან გამარჯვება გაუუქმა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრსა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონს - გურამ თუშიშვილს, ლეგენდარული ტედი რინერის წინააღმდეგ გამარჯვება გაუუქმა.
ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ტედი რინერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო
ძიუდოს საერთაშორისო ორგანიზაციის სამსაჯო კომიტეტი თვალს ადევნებს მსაჯების ქმედებებს არამხოლოდ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ტურნირებში, არამედ იმ ტურნირებში რომლებიც იმართება ორგანიზაციის კონტინენტური წარმომადგენლობების მიერ.
ქალაქ გორში, ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, 26 ნოემბერს ჩატარებულ შეხვედრაში აშკარა სამსაჯო შეცდომა გამოვლინდა. ევროპის ძიუდოს ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელთან ალექსანდრ იაცკევიჩთან კონსულტაციის შემდეგ, დადგინდა რომ ასეთი შეცდომა არ იქნება მიღებული.
ijf-ს სამსაჯო წესების მე-13 მუხლის თანახმად "გამონაკლის შემთხვევებში გადაწყვეტილება მიიღება ijf-ს სუპერვაიზერების, სამსაჯო კომისიის წევრებისა და სპეციალური კომისიის მიერ".
IJF-ს სამსაჯო კომისიამ დაადგინა რომ გამონაკლისი შემთხვევის სახით გურამ თუშიშვილის ვაზარი გაუქმებულია და იგი დასჯილია ჰანსოკუ მაკეთი. გადაწყვეტილება "მებრძოლი თბილისის" მიერ დაფიქსირებულ საბოლოო შედეგზე არ იქნება ასახული".
შეგახსენებთ, რომ გურამ თუშიშვილმა ტედი რინერი გორში, საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე დაამარცხა.