ფრანგული მედია: ,,ზედმეტად ამბიციური გურამ თუშიშვილი მარცხს ვერ შეეგუა''
RMC Sport ბრძოლის შემდეგ ტედი რინერსა და გურამ თუშიშვილს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
ფრანგული გამოცემა ყურადღებას თუშიშვილის ქცევაზე ამახვილებს, თუმცა რინერის პროვოკაციულ ჟესტზე არაფერს წერს.
ტედი ნახევარფინალშია და გურამ თუშიშვილი ამას ვერ ეგუება, ქართველი რინერს ჩაეჭიდა და გაბრაზებულია. მაყურებელს არ მოეწონა თუშიშვილის საქციელი, რომელიც, თითქოს, ტედის ზეიმის გამო საყვედურობდა. ტატამიდან მის გამოსვლას თან მაყურებელთა სტვენა ახლდა.
RMC Sport-მა გურამს ზედმეტად ამბიციურიც უწოდა: ,,თუშიშვილისა და რინერის დაპირისპირების კადრები. ზედმეტად ამბიციური გურამ თუშიშვილი მარცხს ვერ შეეგუა და ფრანგს დაუპირისპირდა.''
გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალში ტედი რინერთან იპონით დამარცხდა. ქართველს რეპეშაჟში უნდა ეჭიდავა, თუმცა შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო, დისკვალიფიკაციით დაისაჯა და ოლიმპიადას გამოეთიშა.
🔴 L'adversaire de Teddy Riner Guram Tushishvili est disqualifié après son mauvais geste sur le Français. Il ne disputera donc pas les repêchages.https://t.co/prYn7rnZw4 pic.twitter.com/ql4Pw2aZVN
— RMC Sport (@RMCsport) August 2, 2024