იაპონიაში 13 სპორტსმენით | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტოკიოს გრანდ სლემისთვის
2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ტურს ტოკიოს გრანდ სლემი დახურავს, რომელიც 6-7 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქში გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ტოკიოს გრანდ სლემზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - ეთერ ლიპარტელიანი პირველად იასპარეზებს, თანაც წითელი არშიით. ასევე ტატამზე საქართველოს ნაკრების ვარსკვლავებს ვიხილავთ.
შემადგენლობა
73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
81 კგ - ზაურ დვალაშვილი
90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
100 კგ - ილია სულამანიძე, ნიკა ხარაზიშვილი
+100 კგ - გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
ქალები
57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
70 კგ - მარიამ ჭანტურია
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი.
ტოკიოს გრანდ სლემამდე, წინ ზაგრების გრან პრი და აბუ დაბის გრანდ სლემია. ხორვატიაში ქართული დელეგაციის შემადგენლობა ცნობილია, გაერთიანებულ საამიროებში კი ჯერჯერობით არ ვიცით, თუ ვინ იასპარეზებს.