ზაგრების გრან პრი 2025 | საქართველოს ნაკრები 9 სპორტსმენით იასპარეზებს
14-16 ნოემბერს, ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ტურნირს - ზაგრების გრან პრის უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 9 სპორტსმენით იასპარეზებს.
წინასწარი შემადგენლობით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ზაგრებში მხოლოდ მამაკაცებით იასპარეზებს, ქალები კი რეგისტრირებულები არ არიან.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ტურში ბრუნდება გელა ზაალიშვილი.
შემადგენლობა
66 კგ - თორნიკე მაზიაშვილი
73 კგ - გიორგი იანტბელიძე, თორნიკე მოსიაშვილი
81 კგ - დავით გოდერძიშვილი, ირაკლი ბეროშვილი
90 კგ - ლუკა მაისურაძე, მიხაილ კუპრაშვილი
+100 კგ - გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი.
ასევე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ლაშა გუჯეჯიანმა ზაგრების გრან პრიზე თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდებს მისცა, უმეტეს მათგანს ეროვნულ ნაკრებში და IJF ტურში დებიუტი ექნება.