ჰამბურგის მწვრთნელი: "მახარებს ის, რაც გოჩოლეიშვილმა მითხრა"
7 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ჰამბურგის მთავარი მწვრთნელი, მერლინ პოლცინი თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ფლანგის მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის შესახებ საუბრობს.
"მახარებს, როდესაც ფეხბურთელი ამბობს: "მე ნამდვილად მინდა მოედანზე გასვლა და სრულფასოვან ვარჯიშში მონაწილეობის მიღება", - ამბობს მერლინ პოლცინი.
გერმანული მედია საუბრობს, რომ სანაკრებო შესვენებიდან გუნდში დაბრუნებულმა გიორგი გოჩოლეიშვილმა მთავარ მწვრთნელს აცნობა, რომ მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, სრული დატვირთვით ვარჯიში და თამაში სურს.
ჰამბურგი, რომელიც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგას ამ სეზონში დაუბრუნდა და ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, 27 ტურის შემდეგ მე-12 პოზიციას იკავებს და შემდეგი მატჩი 4 აპრილს უნდა გამართოს.
გიორგი გოჩოლეიშვილს ამ სეზონში ჰამბურგის 27 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 1 საგოლე პასი გაკეთებული.