Belive

გურამ კაშიას ცნობილი ბანერი არნემის ცენტრში გამოფინეს

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია სამშობლოს გარდა, ნიდერლანდებშიც, კერძოდ კი პატარა ქალაქ არნემში, განსაკუთრებულად საყვარელი და საკულტო ფიგურა გახლავთ.

ბანერი, რომელზეც ქართველი მცველია გამოსახული, ,,ვიტესის'' ფანებმა ქალაქის ერთ-ერთი ნაწილის, ოსტერბეკის ქუჩებში გამოფინეს.

კონკრეტულად, ეს ის ბანერია, რომელზეც ქართველი კაპიტანი ეროვნული გუნდის და "ვიტესის" მაისურშია გამოწყობილი და ადგილობრივ, ომის ვეტერან ჯონი პიტერსს ესალმება. მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ბანერი, რომელიც აქამდე სტადიონის ტრიბუნების განუყრელი ნაწილი იყო, იმ ტერიტორიაზე გადმოფინეს, სადაც საჰაერო სადესანტო მუზეუმი მდებარეობს. ამჟამად, ნიდერლანდებში საჰაერო სადესანტო თვე აღინიშნება.

გურამ კაშია "ვიტესში" 2010-2018 წლებში ითამაშა და 293 მატჩში 24 გოლის გატანა და 18 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები