გურამ კაშია: "გერმანიაში ტურისტებად არ მივდივართ"
8 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ბრატისლავის "სლოვანის" ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემის, მათ შორის ახლახანს მიღწეული ისტორიული წარმატებისა და ევრო 2024-ის საგზურის მოპოვების შესახებ ისაუბრა.
"ჩემი კარიერის განმავლობაში, ალბათ, არასდროს მიგრძვნია ისეთი მოტივაცია სეზონის დასკვნით ნაწილში, როგორც ახლა. ყოველ დილით ვიღვიძებ სავსე სურვილითა და ენერგიით, წავიდე სტადიონზე, ვიმუშაო, ვივარჯიშო და თავი გადავდო. ენერგია და ყურადღება მხოლოდ ფეხბურთზე მაქვს გადატანილი.
"დუნაისკა სტრედასთან" მატჩისთვის მთელი კვირა სრული სერიოზულობით ვემზადებოდით. ვარჯიშებზე ატმოსფერო შეესაბამება იმას, როგორიც მნიშვნელოვანი მატჩის წინ არის საჭირო. მთელი გუნდი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ხვდება გამარჯვების მნიშვნელობას. "დუნაისკა სტრედასთან" მატჩი განსაკუთრებულია, რადგან მეტოქე სლოვაკეთში ჩვენთვის ოთხი გამორჩეულიდან ერთ-ერთია. გვსურს ჩემპიონობა საშინაო კედლებში, ჩვენს გულშემატკივართან ერთად ვიზეიმოთ და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.
ჩვენ ვგრძნობდით "სლოვანის" გულშემატკივრების მხარდაჭერას, არა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩების დროს. ხალხი ჯაბას სახელს დიდი ხანია სკანდირებდა. ჩვენ ფეხბურთს იმისთვის ვთამაშობთ, რომ ეს ძალისხმევა ვინმემ დააფასოს. ამის გამო მადლობლები ვართ და პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ, რადგან აუცილებელია, ეს ყველაფერ დააფასო.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის განსაკუთრებულია. საქართველოს ნაკრებში 112 მატჩი ჩავატარე და ამ მომენტისთვის 16 წლის განმავლობაში ვიმუშავე, ახლა კი ყველაფერი უკან დამიბრუნდა. გერმანიაში ტურისტებად არ წავალთ, ამიტომაც მინდა, რომ მაქსიმალურად კარგ ფორმაში და მზად ვიყო. მინდა, რომ სეზონის დასკვნით ნაწილში ყველა მატჩში ვითამაშო, რადგან საუკეთესო ფორმაში ვიყო", - თქვა გურამ კაშიამ.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონატში უახლოეს მდევარ "ტრნავას" 18 ქულით უსწრებს და ჩისკო მუნიოსის "დუნაისკასთან" მატჩში ქულის მოპოვების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება.