Belive

გურამ გიორბელიძე კარიერას სერბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, გურამ გიორბელიძე საკლუბო კარიერას სერბეთის ჩემპიონატში, კონკრეტულად კი "ვოივოდინაში" გააგრძელებს.

Geo Team-ის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი სერბეთში 4 აგვისტოს გაემგზავრება და ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი 2023 წლის პირველ ნახევარში "დინამო ბათუმის" შემადგენლობაში თამაშობდა, კარიერის განმავლობაში კი, ბოლნისის "სიონში", გორის "დილაში", ავსტრიულ "ვოლფსბერგერში", გერმანულ დრეზდენის "დინამოსა" და პოლონურ "ზაგლებიეში" გამოდიოდა.

სხვა სტატიები