Belive

საბა ინანეიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს - მისი ტრავმის სიმძიმე ცნობილია

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ინდივიდუალური მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საბრძოლო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი და სოფიო სომხიშვილი იცავდნენ.

1/8-ფინალში საბა ინანეიშვილმა სამწუხარო და იძულებითი მარცხი განიცადა. კერძოდ, ინანეიშვილი 2-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლუკაშ კრპალეკს ძალიან მაგრად ეჭიდავებოდა და მასზე უკეთაც გამოიყურებოდა, თუმცა სამწუხაროდ ერთ-ერთი ილეთის შესრულების დროს, მას ხელი ცუდად ჩაჰყვა და ტრავმა მიიღო, რის გამოც ბრძოლა ვეღარ განაგრძო, შესაბამისად შეჯიბრს ავტომატურად გამოეთიშა.

belive საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ ექიმს - გიორგი მგელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც საბა ინანეიშვილის ტრავმის სიმძმეზე ისაუბრა.

გიორგი მგელაძის ინფორმაციით, საბა ინანეიშვილს მხარი ამოუვარდა, რომლის ჩასცმაც ადგილზე შეუძლებელი იქნებოდა და სწორედ ამიტომ, 22 წლის ქართველი ფალავანი კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში გადაყვანის მიზეზი ქართველი სპორტსმენის დიდი კუნთოვანი მასაა, რის გამოც ადგილზე მხრის ჩასმა ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა.

სხვა სტატიები