Belive

"გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ყველა აუცილებლად 100%-ით უნდა დავიხარჯოთ" - ვასილიოს გორდეზიანი

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 15 ნოემბერს, უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩს მიხეილ მესხზე, ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. 19 ნოემბერს კი ნაკრები რიეკაში გაემგზავრება, სადაც პლეი-ოფის მეორე შეხვედრას ჩაატარებს.

21-წლამდელთა ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. ხოლო საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ხორვატიასთან მატჩის შესახებ გუნდის წევრებმა - გიზი მამაგეიშვილმა და ვასილიოს გორდეზიანმა ისაუბრეს:

15 და 19 ნოემბერს ხორვატიას ვეთამაშებით. თამაში მიხეილ მესხის სტადიონზე იქნება და ჩვენთვის ხალხის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ერთგვარი მოტივაციაცაა.

კარგ ფორმაში ვართ, რაც კვალიფიკაციის 10 თამაშიან ციკლში დავამტკიცეთ და ის ეტაპი წარმატებითაც დავასრულეთ. ევროპის ჩემპიონატზე აქამდეც ვითამაშეთ, მაგრამ პირველად ხდება, როდესაც ჩვენივე მოპოვებული შანსით შეგვიძლია გასვლა და მონაწილეობის მიღება, ვფიქრობ ესეც დამსახურებულია და ჩვენთვის პლეი ოფიდან ევროპაზე გასვლა დიდი მოტივაციაა. - გიზი მამაგეიშვილი - 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩემს მიერ გატანილი გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხორვატიის წინააღმდეგ ორივე თამაშში იგივეს ვაპირებ. ველოდებით გულშემატკივარს, რომ გვერდში დაგვიდგნენ და ევროპაზე გასვლა ერთად ვიზეიმოთ.

გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ყველა აუცილებლად 100%-ით უნდა დავიხარჯოთ. - ვასილიოს გორდეზიანი - 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი

სხვა სტატიები