Belive

"გუნდი მოლაპარაკებებისთვის ღიაა" - ლიონი მიქაუტაძის ტრანსფერს განიხილავს

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა, გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა გუნდი შეიცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას madeingones ავრცელებს და წერს, რომ ლიონის ოლიმპიკი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მოლაპარაკებებისთვის ღიაა.

"გამომდინარე იქიდან, რომ ლიონი გუნდის ფინანსების გაუმჯობესებას ცდილობს, არაა გამორიცხული, მათ საუკეთესო მოთამაშეების გაყიდვა მოუწიოთ. მათ შორის მალიკ ფოფანა და გიორგი მიქაუტაძე არიან.

ლიონის ხელმძღვანელობა ღიაა 24 წლის ქართველი ფორვარდის, ჟორჟ მიქაუტაძის პოტენციური ტრანსფერისთვის.

ლიონი თვლის, რომ გიორგი მიქაუტაძის დამატება მსურველ გუნდს მხოლოდ სოლიდური სატრანსფერო თანხის პირობებში შეეძლება", - წერს madeingones.

ახალი სეზონი გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის გახსნის მატჩში ლანსთან გატანილი გამარჯვების გოლით დაიწყო. ლიონმა საწყისი ორივე მატჩი გოლის გაუშვებლად მოიგო და გათამაშებას ლიდერობს.

სხვა სტატიები