Belive

გულშემატკივრების რჩეული: ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" შემტევი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ავსტრიულმა სპორტულმა მედია საშუალებამ laola1.at-მა გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგების მიხედვითაც გამარჯვებული სწორედ ქართველი ათიანი გახდა.

Your MVP of the 7th round: You have chosen

ოთარ კიტეიშვილის გუნდმა, რომელიც ავსტრიის თასის მოქმედი გამარჯვებული და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონია, ბოლო 10 გათამაშების გამარჯვებულ "ზალცბურგთან" საშინაო კედლებში ფრე - 2:2 ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა ამ შეხვედრაში სუპერ-გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

ოთარ კიტეიშვილის საოცარი გოლი ზალცბურგის კარში
ოთარ კიტეიშვილის საოცარი გოლი ზალცბურგის კარში (ვიდეო)

27 წლის ფეხბურთელის გუნდი 7 ტურის შემდეგ დაგროვებული 17 ქულით, ავსტრიის ჩემპიონატში წაუგებლად მეორე ადგილს იკავებს და შემდეგ მატჩს ვენის "რაპიდის" წინააღმდეგ სტუმრად, 24 სექტემბერს გამართავს. რაც შეეხება ევროპა ლიგას აქ გამოსვლას "შტურმი" ლისაბონის "სპორტინგთან" საშინაო შეხვედრით, 21 სექტემბერს დაიწყებს.

სხვა სტატიები