Belive

გრიგოლ ჩაბრაძე კარიერას ირანის ჩემპიონატში გააგრძელებს

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე მარჯვენა მცველი, გრიგოლ ჩაბრაძე კარიერას ირანის ჩემპიონატში გააგრძელებს.

27 წლის მოთამაშე, რომელსაც ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, "ზობ აჰანის" მაისურს მოირგებს.

გრიგოლ ჩაბრაძე "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია და კარიერის განმავლობაში "თელავსა" და "დინამო ბათუმშიც" უთამაშია. ყველაზე წარმატებული სწორედ აჭარულ გუნდში გატარებული პერიოდი აღმოჩნდა, სადაც სამ წელიწადში ჩატარებულ 105 მატჩში ორი გოლის გატანა და 10 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და ორჯერ ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელ კი სუპერ თასის გამარჯვებული გახდა.

ირანის ჩემპიონატში ახლა უკვე ორი ქართველი ფეხბურთელი იქნება: გიორგი გველესიანი, რომელიც ახლა "პერსეპოლისის" ერთ-ერთი ლიდერია, ადრე სწორედ "ზობ აჰანის" შემადგენლობაში თამაშობდა.

სხვა სტატიები