Belive

ყაზანის გრანდ სლემი: დღე II - ლუკა კაპანაძე სადებიუტო შეჯიბრს იჭიდავებს (პრევიუ)

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
რუსეთის ქალაქ ყაზანში, გრანდ სლემი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს. პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი - ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიგო, რომელმაც ფინალში რობერტ მშვიდობაძე დაამარცხა. ყაზანის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს 3 სპორტსმენი იასპარეზებს: ლუკა კაპანაძე, ნუგზარ ტატალაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი.

-73 კგ

-73 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება. უფროსებში სადეიბუტო შეჯიბრს იჭიდავებს ლუკა კაპანაძე, რომელიც ასპარეზობაში განთესვის გამო მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, ბულგარელ - მარკ ხრისტოვსა და ფინელ - რუპ კორჰონენს შორის გამარჯვებული იქნება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ლუკა კაპანაძეს საკმაოდ რთული ბადე აქვს, მას ბადეში ჰყავს ისრაელის წარმომადგენელი - ტოჰარ ბუტბული და ფრანგი - გუილამ ჩეინი. ასევე განთესილი იქნება ნუგზარ ტატალაშვილი, რომელიც ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და ფილიპინელ - კეისეი ნაკანოს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი მისი მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი - ფაბიო ბაზილე იქნება. მას ასევე ბადეში ჰყავს უძლიერესი რუსი - დენის იარცევი.

-81 კგ

-81 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ვლადიმერ ახალკაცი, რომელიც განთესილია და ასპარეზობაში მეორე რაუნდიდან ერთვება, სადაც უძლიერესი მეტოქე, თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული, ბელგიელი - სამი ჩოუჩი ეყოლება. თუკი ქართველი ბელგიელის ბარიერს დაძლევს, ახალკაცის მეტოქე, ქუვეითელ - აბდულ ალხუზამსა და ეგვიპტელ - აბდელარჰამ მოჰამედს შორის გამარჯვებულს შეხვდება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები