Belive

ევროპის ძიუდოს კავშირი: "ტატო გრიგალაშვილი სცენაზე ბრუნდება"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპის ძიუდოს კავშირმა, ევროპის ჩემპიონატამდე 3 დღით ადრე, წონითი კატეგორიების ლიდერების დასახელება დაიწყო, სადაც პირველ რიგში ტატო გრიგალაშვილი მოხვდა (81 კგ).

"ტატო გრიგალაშვილი IJF ტურში ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და არსენალით მდიდარე ფალავანია. ის ბოლოს 2023 წლის 3 ნოემბერს ვიხილეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალში, სადაც იგი ასევე ქართველთან - ვანო რევაზიშვილთან (ვედატ ალბაიქარი - თურქეთი) დამარცხდა. მას შემდეგ 2-გზის მსოფლიოსა და 2-გზის ევროპის ჩემპიონი ტატამზე არ გვიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ ტატო გრიგალაშვილი უკვე 2-გზის ევროპის ჩემპიონია, მესამე ევროპის ჩემპიონობა მას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან პარიზის ოლიმპიადისთვის უკეთეს ფორმაში შევიდეს და თავის თავს თავდაჯერებულობა შემატოს.

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატზე 81 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტი იქნება.

მისი მთავარი მეტოქეები კი ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი ფალავნები იქნებიან: ზელიმ ტცკაევი (აზერბაიჯანი); შამილ ბორჩაშვილი (ავსტრია); საგი მუკი (ისრაელი); ანტონიო ესპოსიტო (იტალია); ფრანკ დე ვიტი (ნიდერლანდები), ატილა უნგვარი (უნგრეთი), ალფა უმარ დიალო (საფრანგეთი).


- ევროპის ძიუდოს კავშირი

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 25 აპრილს აიღებს სტარტს და 28 აპრილის ჩათვლით ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება.

სხვა სტატიები