Belive

გორის დილას შემტევის დამატება პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდს სურს

6 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგის წარმომადგენლის, გორის დილას შემტევი ნახევარმცველის, იბრაჰიმა დრამეს დამატება პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდს სურს.

პოლონელი სატრანსფერო ექსპერტის, შიმონ იანჩიკის ინფორმაციით, იბრაჰიმა დრამეს დამატება ამ ქვეყნის რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში მოთამაშე რადომიაკ რადომს სურს.

23 წლის სენეგალელ ფეხბურთელს კონტრაქტი საქართველოს სუპერთასის ახალ გამარჯვებულ გუნდთან 2025 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს. პოლონურ გუნდს სენეგალის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება ზაფხულშივე სურს, რა მიზნისთვისაც 50 000 ევროს გადახდას აპირებს.

იბრაჰიმა დრამე გორის დილამ 2023 წლის ნოემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და მას შემდეგ ქართული გუნდის შემადგენლობაში 6 გოლის გატანა, 9 საგოლე პასის გაკეთება და საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მოგება მოახერხა.

გორის დილა უეფას კონფერენს ლიგის საწყის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის წარმომადგენელ რასინგს შეხვდება. ორრაუნდიანი დუელის საწყისი მატჩი 10 ივლისს, სტუმრად, საპასუხო შეხვედრა კი 17 რიცხვში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უნდა გაიმართოს.

სხვა სტატიები